Saturday, 27 June 2015

ტრენინგის  მე-9 დღე.
    ამ  ტრენინგით გავეცანი  ინტელის  ძირითად კურსს. კურსის მიზანი იყო,პროექტზე დაფუძნებული სწავლება.  გავეცანით: პროექტის მიზნებს,  ამოცანებს,ტრენინგის  მოდულებს,პროექტის  გეგმის შაბლონს,პროექტის გეგმის  ელექტრონულ ვერსიას, განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა. გავეცანით  საქაღალდეების სტრუქტურას, გავიხსენეთ ბლოგების  შექმნა, რეფლექსიის დაწერა ბლოგზე, ვორდში მუშაობის სხვადასხვა  ელემენტები გამოცემის  შესაქმნელად. ეფექტურად დაგეგმვას, პროექტის მახასიათებელ  ჩეკლისტს, შევქმენით ბროშურის ნიმუში. განვიხილეთ  ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტები და პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. 21-ე საუკუნის უნარებიდან ამოვწერე ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს  პროექტის  განმავლობაში. დავისახეთ  მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, შევისწავლეთ შეფასების ხუთი ძირითადი სტრატეგიები, რომელიც დამეხმარება პროექტის შეფასებაში. გავეცანით პრეზენტაციის აწყობას, დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებების ფორმები.შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ტექნოლოგიებზე, ვისწავლეთ კითხვარის შედგენა, პასუხების გაზიარება, პასუხების დათვალიერება. განვიხილეთ  და დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, დავამუშავეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა, ადაპტირება გავუკეთეთ და მოვარგეთ  ჩვენს პროექტებს. გავეცანით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, სწავლების მიდგომის წესებს,რომელსაც გავითვალისწინებთ  საჭიროების შემთხვევაში.ვისწავლეთ ინტერნეტიდან
ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები, გავუზიარეთ ერთმანეთს პრეზენტაციის ნაშრომები. ბლოზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი პორტფოლიო. ინტელის კურსი საინტერესო მასალებისგან შედგებოდა,სტიმულის მომცემი იქნება ჩვენთვის, რაც დაგვეხმარება მომავალ პროფესიულ საქმიანობაში და წარმატებული სასწავლო პროექტის  განხორციელებისათვის. ინტელის კურსი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს ტრენერს ქ-ნ: დიანა მიქაძეს, ასეთი საიტერესო ტრენინგისათვის.



ტრენინგი მერვე დღე.
ტრენინგზე განვიხილეთ საშინაო  დავალება.  შევისწავლეთ მოდული 7. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანით რა  მნიშვნელობა  ენიჭება  კითხვების  დასმას  მოსწავლეთა ჩართულობისა  და  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  წახალისებისათვის. როგორ  უნდა  შევქმნათ ფასილიტაციის   რესურსები,  რა  არის   საჭირო  წარმატებული  სასწავლო  პროექტის  განხორციელებისთვის.
ტრენინგი მეშვიდე დღე.
დავამუშავეთ კოლაბორაციული  შეფასები  რუბრიკა. მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომებს ადაპტირება  გავუკეთეთ  და  მოვარგეთ  ჩვენს პროექტებს.გავეცანით   სპეციალური  საჭიროებების მქონე  მოსწავლეებთან,  სწავლების  მიდგომის  წესებს, .რომელსაც  გავითვალისწინებთ  საჭიროების  შემთხვევაში.

Friday, 26 June 2015

ტრენინგი-მეექვსე  დღე
მეექვსე დღე დავიწყეთ  საშინაო  დავალების შემოწმებით, განვიხილეთ ბუკლეტები და პრეზენტაციები.
შევედით სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის  მეორე აქტივობა.მოსწავლეთა პროექტების შეფასება, სადაც განვიხილეთ შეფასების ცხრილი.
 შევისწავლეთ   მოსწავლის  სავარაუდო   ნაშრომების  შექმნა.გავეცანით   მოსწავლის   სავარაუდო  ნაშრომებს.
ტრენინგი მეხუთე  დღე.
დღევანდელი დღე იყო საინტერესო  და მნიშვნელოვანი.მოვახდინეთ პორტფოლიოწს პრეზენტაციები. დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებების ფორმები. შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა. გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რაც უდაოდ გაგვიადვილებს პრაქტიკულ საქმიანობას  და სწავლების პროცესში მოგვცემს მაღალ შედეგს.
ტრენინგი მეოთხე  დღე.
ამ დღეს ვისაუბრეთ პრეზენტაციაზე. ვნახეთ გეგმის ნიმუშები და გავეცანით მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებს:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
გავეცანით შეფასების ხუთ ძირითად სტრატეგიას. რაც დაეხმარება მისწავლეებს ჩართულობაში.ეს დღე ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო იყო.